ნაწილობრივი რემონტი
ცალკეული ოთახის ან ზონის პროფესიონალური განახლება — სწრაფად, ხარისხიანად, ხელმისაწვდომ ფასად

ყოველთვის არ არის საჭირო ბინის სრული რემონტი. ხშირად საკმარისია ერთი ოთახის, კორიდორის ან კონკრეტული ზონის განახლება — იქნება ეს საძინებლის თანამედროვე გაფორმება, მისაღების ახლებურად მოწყობა, აივნის გადაკეთება თუ კორიდორის კოსმეტიკური განახლება.
Gamiremonte.ge გთავაზობთ ნაწილობრივი რემონტის მომსახურებას, რომელიც მორგებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე და ბიუჯეტზე. ჩვენ ვმუშაობთ იგივე ყურადღებითა და ხარისხის სტანდარტებით, რითაც სრული რემონტის პროექტებს ვასრულებთ.
ნაწილობრივი რემონტი შეიძლება იყოს პატარა ცვლილებაც და საკმაოდ კომპლექსური პროექტიც. ორივე შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ პროფესიონალურ მიდგომას.